რა ტიპის ინფორმაცია პოვნაა შესაძლებელი აღნიშნული საძიებო სისტემით?
აღნიშნული საძიებო სისტემის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების შესახებ ძირითადი მონაცემები, მოიპოვოთ მათი განცხადებები და დასკანერებული საარქივო დოკუმენტები, ასევე ინფორმაცია ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების, ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობის და სხვა რეგისტრირებული მონაცემების შესახებ.
როგორ მოვიძიო ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია?
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ საძიებო პანელით.
სუბიექტის ძებნა შესაძლებელია ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი კრიტერიუმით:
- საიდენტიფიკაციო კოდით ან პირადი ნომრით
- დასახელებით
- სამართლებრივი ფორმით
განცხადების ძებნა შესაძლებელია ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი კრიტერიუმით:
- რეგისტრაციის ნომრით
- განცხადების ნომრით
- პერიოდით
- მომსახურების სახით
- განცხადების სტატუსით
განმცხადებლით ძებნის დროს:
- საიდენტიფიკაციო კოდით ან პირადი ნომრით
- სახელით და გვარით
- ორგანიზაციის დასახელებით