სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის სტატისტიკა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გთავაზობთ მეწარმეთა და არაკომერციული იურიდიული პირების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს, კერძოდ აღნიშნული გვერდის მეშვეობით დაინტერესებულ პირებს ეძლევა შესაძლებლობა მოიპოვოს ინფორმაცია დროის გარკვეულ მონაკვეთში რეგისტრირებული სუბიექტების რაოდენობის შესახებ.

აგრეთვე ხელმისაწვდომია რესგისტრირებული მეწარმე იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება მათი სამართლებრივი ფორმების მიხედვით.

მომხმარებელი შეძლებს მოიპოვოს ინფორმაცია სურსათსა და ცხოველის საკვების მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების შესახებ.

შესაძლებელია განხორციელდეს სტატისტიკური მონაცემების მოპოვება მეწარმე სუბიექტების საქმიანობის ძირითადი საგნისა და სფეროს შესახებ. დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია თუ რა რაოდენობის სუბიექტია დაკავშირებული საქმიანობის გარკვეულ სფეროსთან.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აძლევს საშუალებას დაინტერესებულ პირებს, აწარმოონ სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი თავიანთი მიზნებიდან გამომდინარე.